მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიასთან კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოს და გუნდის უახლოესი სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
“კარლოსთან არანაირი პრობლემა არაა. ყოველი სეზონის მიწურულს გადაიხედება ყველას კონტრაქტი, ჩვენ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს, რადგან ანჩელოტიმ გუნდის ზედგამოჭრილი მწვრთნელია.
ჟოზე მოურინიომ გუნდის თამაში გააუმჯობესა, მისთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვება იყო და ახლაც ასეა.
მარკო როისის შეძენის სურვილი მართლაც გვაქვს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ახალი კონტრაქტის გაფორმება სერხიო რამოსთან. მან კარიერა “რეალში” უნდა დაასრულოს. რაც შეეხება ლუკას სილვას - თუ ის ჩვენთან გადმოვა, ეს მხოლოდ ზაფხულში მოხდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი შეძენა გამორიცხულია”, – განაცხადა პერესმა.