ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბუნდესლიგის “დორტმუნდს” მცველის მატს ჰუმელსის სანაცვლოდ 50 მილიონს შესთავაზებს. მანჩესტერელთა თავკაც ლუის ვან გაალს დაცვის გაძლიერება სურს და 26 წლის გერმანელი ნომერ პირველ კანდიდატად ესახება.
ჰუმელსის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას “იუნაიტედის” გარდა, მეორე ალბიონური გუნდი ლონდონის “არსენალიც” იჩენს.