ვეტერანმა გერმანელმა მცველმა კრისტოფ მეცელდერმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ “რეალის” ღირსებას იცავდა, თანამემამულე მარკო როისს მადრიდულ გრანდში გადასვლას ურჩია.
“იმ შემთხვევაში, თუ როისს არჩევანის გაკეთება “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მოუწევს, მას “ბლანკოსში” გადასვლას ვურჩევ. “რეალი” წლეულს მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია. გუნდში დიდი კონკურენციაა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, როისისთვის “რეალში” თამაში ზედგამოჭრილი იქნება, რადგან ანჩელოტი მას ისეთ პოზიციას გამოუძებნის, სადაც ის თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებას შეძლებს”, -განაცხადა მეცელდერმა.
მარკო როისი ამჟამად “დორტმუნდის” ღირსებას იცავს. მან მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.