მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ავსტრალიელი სამანტა სტოსური მხრის ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას tennisworldsua.org ავრცელებს.
ავსტრალიის ღია პირველობა 19 იანვარს აიღებს სტარტს და 1 თებერვალს დასრულდება.
ავსტრალიელს WTA-ს 24 ტურნირი აქვს მოგებული. სამანტას კარიერაში 1 დიდი სლემის ტურნირი მოუგია (2011 წელს ამერიკის ღია პირველობა). სტოსურის საუკეთესო შედეგი რეიტინგში 2011 წელს, მე-4 ადგილი იყო.