თუ იტალიურ La Nazione-ს დავუჯერებთ, “ფიორენტინა” ბრაზილიელი თავდამსხმელის, ალეშანდრე პატუს დამატებასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, ფლორენციული კლუბი პატუს მესაკუთრე “კორინთიანსთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბრაზილიელები ითხოვენ, რომ იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელის ხელფასის ნაწილი დაფაროს. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 6-თვიანი არენდის ხელშეკრულება გაფორმდება.
ივარაუდება, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ 2007-2012 წლებში, პატუ იტალიაში, კონკრეტულად კი “მილანში” თამაშობდა.