კალათბურთი

17:18 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი დევისმა “იუტასთან” დამცავი ჟილეტით ითამაშა

“ნიუ ორლეან პელიკანსის” ცენტრი ენტონი დევისი “იუტასთან” მატჩში (119:111) გუნდს დაუბრუნდა. ამერიკის ნაკრების ცენტრმა “კლივლენდთან” დაპირისპირებისას მკერდი დაიზიანა და “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრა გამოტოვა.

დევისმა “იუტასთან” დამცავი ჟილეტით ითამაშა.

“ამან ჩემს თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა. ამაზე არ ვფიქრობდი და არაფერი მიგრძვნია”-დევისის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

ენტონი დევისმა “იუტასთან” მატჩში გუნდს 31 ქულა, 9 მოხსნა შესძინა.

0.139036