ფეხბურთი

18:48 | 16.12.2014 | ნანახია 662 - ჯერ

ანდერ ერერა: “მატჩის გარიგებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა ესპანეთში მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ესპანეთში, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი თამაში, რომელსაც ესპანელი სამართალდამცავები იძიებენ, 2010/11 წლების სეზონში “სარაგოსასა” და “ლევანტეს” შორის გაიმართა. იმ დროს, ანდერ ერერა “სარაგოსაში” თამაშობდა, დღეს კი, ის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

“ესპანეთში მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც “სარაგოსაცაა” ჩართული. ეს ის კლუბია, რომლის მაისურით თამაშის პატივიც დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ამ საქმის 41 მოწმეს შორის მოვხვდი,

შემიძლია გითხრათ, რომ მატჩის გარიგებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. აქედან გამომდიანრე, გამოძიებას სიამოვნებით დავეხმარები და ჩვენებას მივცემ. მჯერა ფეხბურთის და მჯერა პატიოსანი თამაშის.” – ციტირებს ერერას სიტყვებს BBჩ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:58 | 17.12.2014
დღევანდელი სპორტი (2667)

bbჩ მართლა მაგარია.აბა რას იტყვის ახლა ეს გარიგებული მატჩი ვითამაშეო?უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ გინდ ჩისკო იყოს და გინდ ერერა.ისე უფრო შორს თუ წავლიან და რეალის თამაშებსაც თუ გამოიძიებენ კარგი იქნება.იქნებ სეგუნდაშიც კი ვიხილოთ სამეფო გუნდი ვინ იცის.

20:37 | 16.12.2014
M.U2015 (19400)

ხელი ამ კაცს მანიუ ჩემპიონ

20:19 | 16.12.2014
a.reversi (9540)

რატო უზის ეს სკამზე ვერ ვხვდები რა ტრამვა ქონდა??? მატა 10იანზე დააყენოს წინ პერსის და რუნის უკან და ცენტრში ეს ფელაინის(უფრო კერიკის) გვერდით
ცოდოა ეს ბიჭი ზამენისთვის

19:39 | 16.12.2014
ioska123 (1425)

ციტირებს ერერას სიტყვებს BBჩ

19:37 | 16.12.2014
ioska123 (1425)

Magari klasnia erera.. menaneba zamenistvis

0.118241