ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” ვალენსიური “ელჩე” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, ლუისინიოს ჩამოწოდებულს ტოჩე გამოეხმაურა, მაგრამ ოდნავ ააცილა. მალევე ტოჩეს მეორე მომენტი შეექმნა, მაგრამ მისი თავური ტიტონმა მოიგერია. სტუმართაგან კარგი ეპიზოდი გარი როდრიგესს ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მიზანი აკლდა. სამაგიეროდ, 22-ე წუთზე ბრწყინვალედ დაარტყა ფარინამ და შორეულ ცხრიანში ჩასვა ბურთი. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და პირველივე ტაიმში შეეძლო ჯონათასს გათანაბრება, მაგრამ ფაბრიმ ივარგა.
მეორე ნახევარი გალისიელთა შეტევებით დაიწყო. მთელი შეხვედრის განმალობაში ძალიან აქტიური იყო ახალგაზრდა პორტუგალიელი შემტევი ივან კავალიერო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი მომენტი შეუქმნა ტოჩეს, მაგრამ ტიტონმა აჯობა. ცოტა ხანში თავად კავალიერო დაემუქრა ვალენსიელთა კარს, მაგრამ კვლავ პოლონელმა კიპერმა იმარჯვა. ორჯერ შეეძლო გატანა ხოსე როდრიგესს, ერთ შემთხვევაში მცველმა გამოიტანა ბურთი კარიდან, ხოლო მეორეჯერ ტიტონის კარის ხარიხამ უკუაგდო ბურთი. ამდენი გამოუყენებელი მომენტისთვის მასპინძლები კინაღამ დაისაჯნენ, ფაჟრისა და კოროს შესანიშნავი შანსები ჰქონდათ ქულის გადარჩენის, მაგრამ ფაბრიმ ბრწყინვალედ ითამაშა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა - 1:0. “დეპორტივომ” 13 ქულა დააგროვა, მე-16 პოზიციამდე აღზევდა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო “ელჩე” 10 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.
დეპორტივო – ელჩე 1:0 (1:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, მედუნჯანინი (ვილკი 65), ბერგენტინოსი, ფარინა (ხ.კარლოსი 58), ხ.როდრიგესი, კავალიერო, ტოჩე (ინსუა 88).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, კომბანი, როკო, სისმა, დ.სუარესი, ანხელი (პასალიჩი 56), მოსკერა, ფაჟრი, ვ.როდრიგესი (კ.ერერა 74), გ.როდრიგესი (ა.ნიგუეზი 79), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: ფარინა 22.
გაფრთხილებები: ლოპო, კავალიერო, ბერგენტინოსი, ლუისინიო, ფაბრი – დ.სუარესი, ანხელი
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15(3)-10(4), ჯარიმა: 19-19, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-2