ფეხბურთი

11:23 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე “კორინთიანსის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ “კორინთიანსში” მთავარ მწვრთნელად ადენორ ლეონარდო ბაკი დანიშნეს, რომელიც უფრო მეტად ტიტეს მეტსახელითაა ცნობილი. ამის შესახებ ბრაზილიური ავტორიტეტული გამოცემა O Globo იუწყება.

53 წლის ტიტე, რომელმაც “კორინთიანსში” მანო მენეზესი შეცვალა, მოვალეობის შესრულებას 2015 წლის 5 იანვრიდან შეუდგება.

ხაზგასასმელია, რომ ტიტე სან-პაულუს კლუბს სათავეში მესამედ ჩაუდგა. აქამდე, ის კლუბში 2004-2005 და 2010-2013 წლებში მუშაობდა. მან გუნდთან ერთად 2012 წელს “ლიბერტადორესის თასი” და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122291