ბრიტანული Dailymail-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და სტამბოლის "გალათასარაის" შემტევი ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის რეალური მყიდველები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "საუთჰემპტონი" არიან.
ბრიტანული მედია მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით 30 წლის ფეხბურთელი კარერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. სნეიდერს თურქულ გუნდში ხელფასი 2.5 მილიონი ევრო აქვს, კლუბი კი ვალებშია და იანვარში ფეხბურთელის გაშვება მოუწევს.
ინგლისური კლუბები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი გირვანქა გადაიხადონ და გასამრჯელოდ სასურველი თანხა მისცენ. ამავდროულად ნახევარმცველს ლუის ვან გაალი კარგად იცნობს და მისი ნისლიან ალბიონზე ვოიაჟი შეიძლება შედგეს.
მიმდინარე სეზონში სნეიდერმა 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და ერთხელ პარტნიორსაც გაატანინა. ეროვნულ ნაკრებში მას 109 მატჩში მიუღია მონაწილეობა და 28 გოლიც გაუტანია.