ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაა.
ვაჟთა შორის 10 კანდიდატია: ალესანდრო ჯენტილე (იტალია, “მილანი”), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი, “ფენერბაჰჩე”), ბორის დიაო (საფრანგეთი, “სან ანტონიო”), დირკ ნოვიცკი (გერმანია, “დალასი”), გორან დრაგიჩი (სლოვენია, “ფინიქსი”), იონას ვალანჩიუნასი (ლიტვა, “ტორონტო”), მილოშ ტეოდოსიჩი (სერბეთი, ცსკა), პაუ გასოლი (ესპანეთი, “ჩიკაგო”), სერხიო როდრიგესი (ესპანეთი, “რეალი”), ტონი პარკერი (საფრანგეთი, “სან ანტონიო”).
ხმის მიცემა 16 იანვრამდეა შესაძლებელი (http://www.fibaeurope.com/cid_5FGcSsn0GNQA-Rww79L3b2.html), გამარჯვებულის ვინაობა კი იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.