“ტოტენჰემის” 27 წლის ბელგიელი მცველის იან ვერტონგენის მიმართ ინტერესს ინგლისური პრემიერლიგის გუნდები: “არსენალი” “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ და მის შესაძენად ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იბრძოლებენ, აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com -ი ავრცელებს.
“ტოტენჰემი” ვერტონგენის სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს ითხოვს.
ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “მამლების” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა.