ფეხბურთი

13:19 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა მინოლე დააქვეითა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე სიმონ მინოლე გაურკვეველი დროით დააქვეითა და 14 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში "მერსისაიდელთა" კარი ბრედ ჯოუნსმა დაიცვა.

ავსტრალიელი მეკარისთვის ეს იყო პირველი საპრემიერლიგო მატჩი 2013 წლის შემდეგ, თუმცა მან 3 გოლი გაუშვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს მინოლეს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა.

ბელგიელი მეკარის შესახებ გადაწყვეტილება როჯერსმა თავად მიიღო და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი მას დათანხმდა.

"მინოლეს ველაპარაკე და იგი დამთანხმდა. "ბაზელთან" მატჩის შემდეგ, მეკარის როტაცია საჭირო გახლდათ. ყველა ფეხბურთელს შანსს ვაძლევთ, რათა ძირითადში ადგილი დაიმკვიდრონ." - განაცხადა როჯერსმა.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე 2013 წელს "სანდერლენდიდან" პეპე რეინას შემცვლელად გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში მინოლემ 22 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა. გასულ სეზონში მა პრემიერლიგაში 38-ე შეხვედრა ჩაატარა, 50 გოლი გაუშვა, ხოლო 10 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.12532