ფეხბურთი

11:53 | 15.12.2014 | ნანახია 932 - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” ბონის აკვირდება

“მანჩესტერ სიტი” 26 წლის კოდიუარელ თავდამსხმელს ვილფრიდ ბონის აკვირდება და მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.com -ი ავრცელებს.

მანჩესტერელებს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან მათ ლაზარეთს აგუეროსთან ერთად იოვეტიჩი და ჯეკო შეემატნენ.

ვილფრიდ ბონი ამჟამად “სუონსის” ღირსებას იცავს, მას მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:30 | 15.12.2014
El Fenomeno (2082)

ესეც თუ დაიმატეს კარგი შანსი ექნება ბარსასთან

12:08 | 15.12.2014
silva (3725)

აღარ უნდა დაკვირვება სასწრაფოდ იყიდეთ ძალიან მაგარიაა!სიტის თუ პოზოთი მოუწევდა თამაში რას ვიფიქრებდი))

12:00 | 15.12.2014
სავაშა__ (6590)

ყველაზე გიჟია ვაფშე!

0.128075