იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩს მილანმა უმსაპინძლა, სადაც ერთმანეთს “მილანი” და “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აცხადებს პრეტენზიას და ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით მასპინძელთათვის, რომელბიც გამარჯვების შემთხვევაში ორ ქულამდე შეამცირებდნენ სხვაობას მესამე ადგილოსან გუნდთან. თავის მხრივ, რაფა ბენიტესის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში საოცნებო მე-3 პოზიციას ერთპიროვნულად დაეპატრონებოდა. მატჩი “მილანმა” აქტიურად დაიწყო და დაწინაურება უკვე მე-6 წუთზე მოახერხა. თავის გამოჩენა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ჟერემი მენეზმა შეძლო. ფრანგი თავდამსხმელი საჯარიმოს კარგად შევიდა მეკარეს აუღებელი დაურტყა. მენეზმა მიმიდნარე სეზონში თავისი მე-8 გოლის გატანა მოაერხა. “როსონერიმ” ანგარიშის სხვაობის გაორმაგება მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლო. ამჯერად ჯაკომო ბონავენტურა პაბლო არმეროს ზუსტი გადაცემის შემდეგ მცველებს დაუსხლტდა თავით გაიტანა. დარჩენილ დროში ფილიპო ინძაგის გუნდმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. მოპოვებული სამი ქულით “მილანი” “ნაპოლის” წამოეწია და მესამე ადგილზე მყოფ სამეულს (“ლაციო”, “ჯენოა”, “სამპდორია”) მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო მატჩით დაიწყო. ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ტურინის “იუვენტუსმა” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლა. გამოსარჩევია, რომ ამ გუნდებს ყველაზე ცოტა, ერთი მარცხი ჰქონდათ განცდილი მიმდინარე სეზონში და ეს მაჩვენებელი არც ამ ტურის შემდეგ შეცვლილა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დაწინაურება მალევე მოახერხეს. მე-12 წუთზე მარკიზიოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ფრანგმა პატრის ევრამ მეორე სართულზე თამაშში ყველას აჯობა ანგარიში გახსნა. ეს 33 წლის მცველის სადებიუტო გოლია “იუვეს” შემადგენლობაში. ამის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლოთ. ერთ ეპიზოდში კლაუდიო მარკიზიოს შორეული დარტყმა სერხიო რომერომ ლამაზ ნახტომში მოიგერია. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარიც ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს და რობერტო პერეირას ორჯერ მართებდა ანგარიშის გაზრდა. ჯერ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა, შემდეგ კი მეკარე რომეროს ვერ აჯობა. 51-ე წუთზე კი სტუმრებმა მოულოდნელად გაათანაბრეს. შეცვლაზე შესულმა მანოლო გაბიადინიმ წონასწორობა ლამაზი გოლით აღადგინა. აღსანიშნავია, რომ გაბიადინის სატრანსფერო უფლებების ნახევარი “იუვენტუსს” ეკუთვნის. დარჩენილ დროში გუნდებმა სცადეს გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა არ გამოუვიდათ. ყველაზე ახლოს გატანასთან ისევ გაბიადინი იყო, რომლის შორეული დარტყმა ჯიჯი ბუფონმა საოცარ სტილში მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. 19 თვის შემდეგ “იუვენტუსმა” 25 მატჩიანი მოგებების საშიანო სერია შეწყვიტა. ბოლოს ტურინულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე 2012-2013 წლების სეზონში “კალიარის” ვერ მოუგო (მაშინაც 1:1).
ლიდერის ფეხის დაცდენით კარგად ისარგებლა მდევარმა “რომამ.” რომაელებმა სტუმრად მესამე ადგილზე მყოფი “ჯენოა” რთულ ბრძოლაში დაამრცხეს. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი სტუმრებს 28-ე წუთზე მიეცათ, როცა რედჯა ნაინგოლანი მასპიძელთა მეკარე მატია პერინიმ აკრძალული ხერხით შეაჩერა და თავად წითელი ბარათი მიიღო. თუმცა ადემ ლიაიჩმა თერთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო. სერბს დებიუტანტმა ეუჯენიო ლამანამ აჯობა. “მგლებმა” გატანა პირველ ტაიმში მაინც შეძლეს. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მაიკონმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, ხოლო ნაინგოლანმა ერთი შეხებით ვარდნაში დაარტყა და ძალზე ლამაზი გოლი გაიტანა. რუდი გარსიას გუნდი დი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა და მსაჯის კომპსირებულ დროში გოლიც გაუშვა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ გამარჯვებით დედაქალაქური კლუბი ლიდერ “იუვენტუსს” სათოფეზე მიუახლოვდა. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. “ჯენოამ” კი 8 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
როგორც იქნა მოიგო “ვერონამ.” “ჰელასმა” 8 შეხვედრის შემდეგ გაიხსენა სამი ქულის გემო. ანდრეა მანდორლინის გუნდმა უდინეში ადგილობრივ “უდინეზეს” აჯობა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. 31-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა და ცოცხლმა ლეგენდამ ანტონიო დი ნატალემ იხეირა. ვეტერანმა ფორვარდმა ბრუნო ფერნანდესის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით მოხდენილად დაარტყა და ლამაზი გოლი შეაგდო. ტოტოსთვის გატანილი გოლი იტალიის საფეხბურთო ელიტაში 201-ე გამოდგა. დი ნატალეს არ ჩამორჩა “ვერონას” კაპიტანი ლუკა ტონი, რომელმაც ტაიმის ბოლო წუთზე არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ლუკამ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ორ მცველს შორის მდგარმა მათ გვერდი ადვილად აუარა და თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ტონიმ გატანილ გოლი კიდევ ერთ გამოსარჩევ თარიღს დაამთხვია – იგი სერია A-ში მოედანზე მესამასედ გავიდა. სიყვარულის ქალაქის ბინადრებმა ნანატრი გამარჯვბის მომტანი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. თავი ბერძენმა ლაზაროს ხრისტოდოპულოსმა გამოიჩინა. ლაზაროსი დრიბლინგით საჯარიმოში შევიდა და თანამემამულე კანეზისს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. მოპოვებული 3 ქულით “ვერონამ” სატურნირო ცრილში 17 ქულა მოგროვა და მე-13 ადგილზეა, “უდინეზე” კი 21 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
ბოლო სამ საგარეო შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოიპოვა ფლორენციის “ფიორენტინამ.” “იებმა” ამჯერად ჩემპიონატის მაჩანჩალა “ჩეზენა” გაანადგურა - 4:1. სტუმრები ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ დააწინაურა. ესპანელმა ნიკოლა ლეალის ახლო კუთხეში ძლიერად და რაც მთავარია ზუსტად დაურტყა. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ორმადე სხვაობა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გაზარდეს. თავი ამჯერად სტევან სავიჩმა გამოიჩინა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციის დროს საჰაერო ორთაბრძოლაში ყველას დაასწრო. მე-60 წუთზე იმავე სავიჩმა უკვე საკუთარი კარი დალაშქრა და “ჩეზენას” ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. თამაშის დასულებამდე 11 წუთით ადრე ორბურთიანი სტატუსქვო აღსდგა. დავიდ პიზაროს კარგი გადაცემის შემდეგ გონსალო როდრიგესმა იხეირა. შეხვედრას წერტილი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მაროკოელმა თავდამსხმელმა მუნირ ელ ჰამდაუიმ დაუსვა, რომელმაც სეზონში პირველი გოლი გაიტანა. აფრიკელმა ფეხბურთელმა მას შემდეგ იხეირა, რაც მატი ფერნანდესის ჭკვიანური და გამოზომილი დარტყმის შემდეგ ლეალიმ ბურთი ცხვირწინ მოიგერია. ამ გამარჯვებით “ფიორენტინამ” 23 ქულას მოუყარა თავი, ხოლო “ჩეზენას” ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უშველა და უკვე ზედიზედ მე-14 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა. სატურნირო ცხრილში “ბიანკონერები” მხოლოდ “პარმას” უსწრებენ.
ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრა, რომელიც პარმაში გაიმართა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “პარმამ” და “კალიარიმ” ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს. მიუხედავად მოპოვებული ქულისა ორივე გუნდი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან გასავარდნ ზონას თავს ისევ ვერ აღწევენ. აღსანიშნავია, რომ “ჯალობლუმ” სეზონში პირველი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
“იუვენტუსი” – “სამპდორია” 1:1 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა (კომანი 78); ტევესი (ჯოვინკო 88), მორატა (ლორენტე 71)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“სამპდორია” (4-3-1-2): რომერო; კაჩატორე, რომანიოლი, გასტალდელო, რეჯინი; კრისტიჩიჩი (გაბიადინი 46), პალომბო, ობიანგი (დანკანი 83); რიცო; ედერი, ოკაკა (ბერგესიო 73)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 ევრა (12), 1:1 გაბიადინი (51)
გაფრთხილებები: ვიდალი (48), ბონუჩი (66) - რეჯინი (10), რომანიოლი (54), გაბიადინი (58), ოკაკა (71), რომერო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) - 10 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:4 გაფრთხილებები: 2:5
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ჯენოა” – “რომა” 0:1 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
“ჯენოა” (4-3-3): პერინი; დე მაიო (პინილია 70), ბურდისო, რონკალია, ანტონელი; რინკონი, ბერტოლაჩი, სტურარო; იაგო ფალკე (ლამინა 31), მატრი (ედენისლსონი 46), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, ინგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, პიანიჩი, კეიტა; ფლორენცი, ლიაიჩი (ტოტი 77), ჟერვინიო (იტურბე 83)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლი: 0:1 ნაინგოლანი (40)
გაფრთხილებები: პინილია (80), პეროტი (84) - ასტორი (25), იანგა-მბივა (28), პიანიჩი (90)
გაძევება: პერინი (29)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) - 18 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:6 გაფრთხილებები: 2:3 გაძევება: 1:0
მსაჯი: ლუკა ბანტი
“პარმა” – “კალიარი” 0:0 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
“პარმა” (3-5-2): მირანტე; ლუკარელი, სანტაკროჩე, კოსტა; რისპოლი, გალოპა (აკქუა 46), ლოდი (ხორკერა 55), მაური, დე ჩელიე (პალეტა 65); კასანო, პალადინო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, როსეტინი, ჩეპიტელი, აველარი; კრესეტიჯი (დესენა 63), კონტი, ეკდალი; კოსუ, ლონგო (რანჯელი 69), ფარიასი (გალვაო 69)
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
გაფრთხილებები: რისპოლი (24), სანტაკროჩე (64), აკქუა (80) - ლონგო (21), კონტი (47), ეკდალი (84), კოსუ (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (0) - 12 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:3 გაფრთხილებები: 3:4
მსაჯი: პაოლო ვალერი
“უდინეზე” – “ვერონა” 1:2 (1:1)
უდინე, “ფრიული”
“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, დომიცი; ვიდმერი, ალანი, ბადუ, გილერმე (ტერო 58), პასკუალე (ევანგელისტა 72); ფერნნადესი (კონე 78); დი ნატალე
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; როდრიგესი, მორასი, მარკესი; მარტიჩი (გონსალესი 73), ჰალფრედსონი, ტაკჩიდისი, ლაზაროსი, აგოსტინი (ფარესი 89); ლოპესი (ვალოტი 80), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 დი ნატალე (31), 1:1 ტონი (45), ლაზაროსი (47)
გაფრთხილებები: ალანი (90), დი ნატალე (90) - აგოსტინი (6), ტაკჩიდისი (87), გონსალესი (89), ვალოტი (90), ბენუსი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (6) - 9 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 1:6 გაფრთხილებები: 2:5
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“ჩეზენა” – “ფიორენტინა” 1:4 (0:1)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; ვოლტა, ლუკინი, კაპელი; ნიკა (გარიტანო 63), კარბონერო (ტაბანელი 74), კოპოლა, კაშონე (დე ფეუდისი 86), მაძოტა; ალმეიდა, დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“ფიორენტინა” (3-5-1-1): ნეტო; ბასანტა, როდრიგესი, სავიჩი; ხოაკინი, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო (ელ ჰამდაუი 85), ალონსო (ვარგასი 87); მატი ფერნანდესი; გომესი (ილიჩიჩი 76)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 ბორხა ვალერო (44), 0:2 სავიჩი (47), 1:2 სავიჩი (60 ავტო გოლი), 1:3 როდრიგესი (79), 1:4 ელ ჰამდაუი (90)
გაფრთხილებები: ვოლტა (18, 77), კაშონე (58), კოპოლა (71) - ბორხა ვალერო (49)
გაძევება: ვოლტა (77)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (0) - 14 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 3:5 გაფრთხილებები: 4:1
გაძევება: 1:0
მსაჯი: დანიელე ორსატო
“მილანი” – “ნაპოლი” 2:0 (1:0)
მილანი, “სან სირო”
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, რამი (კ. ძაპატა 66), მექსე, არმერო; მონტოლივო (ესიენი 86), დე იონგი, პოლი (მუნტარი 77); ჰონდა, მენეზი, ბონავენტურა
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მესტო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ლოპესი, ჟორჟინიო (ჰამშიკი 61); კალეხონი, დე გუზმანი (გარგანო 78), მერტენსი (დ. ძაპატა 72); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 1:0 მენეზი (6), 2:0 ბონავენტურა (53)
გაფრთხილებები: მონტოლივო (20), ბონერა (45), პოლი (64) - გულამი (45), ალბიოლი (58)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) - 14 (7) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:5 გაფრთხილებები: 3:2
მსაჯი: ანტონიო დამატო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 7, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7.