კალათბურთი

0:34 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 12 ქულა მოაგროვა, პულენი საუკეთესოა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “უპეა კაპო დ’ორლანდოს” ესტუმრა და 71:79 წააგო, ქართველი ცენტრი კი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც ითამაშა.

შერმადინმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 12 ქულა და 7 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11 გახლდათ, რითაც იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ ჯეიმს ფელდეინს ჩამორჩა. ამერიკელმა ლეგიონერმა 33 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

4 მოგებით და 6 მარცხით კანტუელები 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილამდე დაქვეითდნენ, მომდევნო მატჩს კი, 21 დეკემბერს, შინ, “უმანა ვენეციასთან” ჩაატარებენ.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მე-10 ტური საუკეთესო კალათბურთელად ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენი დასახელდა. ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, “პისტოიასთან” გასვლით მატჩში 26 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, მისმა “ენელ ბრინდისმა” კი სტუმრად 83:70 მოიგო.

http://www.legabaskettv.it/video/6335/upea_capodorlando-acqua_vitasnella_cant

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124204