კალათბურთი

22:45 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სამქულიანები ჩეხეთში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-10 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ ლიდერ “ნიჟნი ნოვგოროდს” ჩამორჩება.

მოსკოველები პრაღაში “ნიმბურკს” სტუმრობდნენ და 86:73 დაამარცხეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 13:38 წუთში 9 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

მანუჩარმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა სონი უიმსმა დაიდო, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულა მიითვალა.

ცსკა-ს ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩი 21 დეკემბერს სწორედ ლიდერ “ნიჟნი ნოვგოროდთან” ელის, რომლის რიგებშიც ლევან ფაცაცია ირიცხება.

ცნობისთვის, დღეს ნოვგოროდელები რიგაში ვეფ-ს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122185