კალათბურთი

16:58 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის ქულა და “უნიკსის” იოლი მოგება

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ვთბ-ლიგის მორიგ მატჩში კრასნოიარსკის “ენისეი” მიიღო და 107:74 გაანადგურა. სამწუხაროა, თუმცა, იმ მატჩშიც კი, რომლის ბედიც წინდაწინ იყო გადაწყვეტილი, ქართველ კალათბურთელს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია.

ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა სანიკიძე მხოლოდ 09:50 წუთს ათამაშა და 1 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

ვიქტორმა 2 ორქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

“უნიკსმა” 7 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ვთბ-ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, რუსულვე “ხიმკისთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114624