კალათბურთი

16:14 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ 13 წუთში 7 ქულა ჩააგდო

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” “ნიუ ორლეანი” 85:60 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 5 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ქართველ კალათბურთელს ჯერაც მცირე ტრავმა აწუხებს და სრულად ვერ იტვირთება. ამჯერადაც, მან მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და 7 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

სანაძემ 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა.

ახლა, “ტორეროსს” მცირე პაუზა აქვს და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს ასევე სან დიეგოს წარმომადგენელ “ქრისჩიანთან” ჩაატარებს.

0.116119