ფეხბურთი

12:08 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

175 გოლი - ლამპარდი ანრის გაუტოლდა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა 13 დეკემბერს "ლესტერის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა და "ქალაქელების" აქტივს მორიგი სამი ქულა შემატა.

36 წლის ფეხბურთელისთვის "ლესტერის" კარში გატანილი გოლი პრემიერლიგაში 175-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ინგლისელი ლონდონის "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელ ტიერი ანრის გაუთანაბრდა.

პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირი ალან შირერია 260 გოლით, მეორე ადგილზე ენდი კოულია (187), მესამეზე - უეინ რუნი (178), მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ანრი და ლამპარდი იყოფენ.

0.104307