ფეხბურთი

11:33 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემზი  “არსენალს” ერთი თვით გამოაკლდა

ლონდონის “არსენალის” უელსელი ნახევარმცველი აარონ რემზი დაშავებულია. ის გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.


ინგლისური მედიის ინფორმაციით, უელსელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როცა “მეთოფეებმა” მეტოქე 4:1 დაამარცხეს.

აარონ რემზიმ მიმდინარე პრემიერლიგაში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.113455