ფეხბურთი

11:02 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი და ჯეკო ოთხ-ოთხ ტურს გამოტოვებენ

“მანჩესტერ სიტის” საშობაო ბოქს-რაუნდზე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

“ლესტერთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში ფეხი დაიზიანა ბელგიელმა მცველმა ვენსან კომპანიმ და უახლოეს პერიოდში მოედანზე ვერ გავა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ 28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ამრიგად, ის დეკემბერში “კრისტალ პალასის”, “ვესტ ბრომვიჩის” და “ბარნლის” წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს და სავარაუდოდ, 1 იანვარს “სანდერლენდთანაც” ვერ ითამაშებს. ამავე თამაშების გამოტოვება მოუწევს ედინ ჯეკოს, რომელიც მატჩისწინა მოთელვისას დაშავდა.

“ჩვენ დავრჩით აგუეროს, იოვეტიჩის, ჯეკოსა და კომპანის გარეშე. ისინი რამდენიმე კვირა დაგვაკლდებიან” - თქვა პელეგრინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114987