ფეხბურთი

10:02 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარი” და “დინამო” ბრაზილიელი ტალანტისთვის იბრძვიან

ორი უკრაინული გრანდი - დონეცკის “შახტარი” და კიევის “დინამო” “კორინთიანსის” ახალგაზრდა და ნიჭიერი თავდამსხმელის, მალკომის შესაძენად იბრძვიან.

UOL Esporte-ის მტკიცებით, 17 წლის ტალანტი სამშობლოს უახლოეს პერიოდში დატოვებს. ამის მიზეზი ევროპულიკლუბების მხრიდან გამოჩენილი ინტერესია. უკრაინელების გარდა, მალკომის წარმატებები არც ფრანგულ “მარსელს” გამორჩა მხედველობიდან, თუმცა, წყაროს ცნობით ბრაზილიური კლუბისათვის ოფიციალური წინადადებით მიმართვას ჯერჯერობით მხოლოდ “შახტარი” გეგმავს. ამასთან, ფეხბურთელის აგენტი, რომელსაც მოთამაშის უფლებების 35 პროცენტი ეკუთვნის, “კორინთიანსისგან” კლიენტის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვს. თავად კლუბის პრეზიდენტი მარიო გობი ცდილობს, რომ ახალგაზრდა ფორვარდი შეინარჩუნოს.

“ჩვენ მალკომის უფლებების 30 პროცენტი გვეკუთვნის და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადი ის “კორინთიანსში” უნდა დარჩეს. ის უნდა გაიზარდოს, გახდეს ნამდვილი ტიმაო და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს ბაზარზე, რათა არ განმეორდეს მარკინოსის ისტორია. მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ კოპა ლიბერტადორესზე მოგვიწევს თამაში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გუნდის შენარჩუნება. მათ შორისაა მალკომიც, რომელსაც შეუძლია სახელი გაითქვას და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდეს ევროპაში გადაბარგებაზე” - ამბობს გობი.

0.105414