ფეხბურთი

2:29 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დღე

იტალიის სერია A-ს მე-15 სათამაშო ტური ორი შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება მასპინძელთა გუნდებს დარჩათ.

თავდაპირველად სიციალიაში “პალერმომ” “სასუოლოს” უმასპინძლა. მატჩი დრამატული გამოდგა და მისი ბედი შეხვედრის ბოლო წუთზე გადაწყდა. ჯუზეპე იაკინის გუნდმა დაწინაურება მატჩის მესამე წუთზე მოახერხა. პაულო დიბალას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ლუკა რიგონიმ ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა. სტუმრებმა ანგარიში მატჩის დასრულებმადე 5 წუთით ადრე გაათანაბრეს. სიცილიელი მცველების შეცდომით შეცვლაზე შემოსულმა პავოლეტიმ ისარგებლა და ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. “პალერმომ” გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. 21 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა მარკო ბელოტიმ სიცილიურ კლუბს სამი ქულა მოუტანა. “პალერმოს” უკვე 7 შეხვედრაა არ წაუგია. ხოლო “სასუოლომ” თავის მხრივ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. იაკინის გუნდი სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-9 პოზიციაზეა, ხოლო დი ფრანჩესკოს შეგირდები 19 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

დღის მეორე შეხვედრა რომში გაიმართა, სადაც “ლაციომ” ბერგამოს “ატალანტას” უმასპინძლა და ადვილად დაამარცხა. რომაელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, მეორე ნახევრის მეექვსე წუთზე კი სტეფანო მაურიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. “ბიანკოჩელესტემ” კარგი კომბინაცია გაითამაშა და შეტევა მაურიმ დააგვრიგვინა. “ლაციოს” კაპიტანმა 20 წუთში დუბლი შეასრულა. ამჯერად მან მახვილი კუთხიდან მოხდენილად დაარტყა და მეკარე სპორტიელოს შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა. სტუმართა რბევას საბოლოო სახე 82-ე წუთზე სენად ლულიჩმა მისცა, ბოსნიელმა ნახევარმცველმა დუშან ბასტას ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. ამ გამარჯვებით “ლაციომ” 26 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში “ჯენოას” წამოეწია, რომელიც მე-3 ადგილზე იმყოფება. ბერგამოელები კი გასავარდნ ზონას უფრო დაუახლოვდნენ.

“პალერმო” – “სასუოლო” 2:1 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, მუნიოსი, გონსალესი; მორგანელა, ჩოჩევი (დელა როკა 73), რიგონი (ბოლცონი 83), მარესკა (ბელოტი 90), ლაზაარი; დიბალა, ვასკესი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი; მანიანელი, მისიროლი, ტაიდერი (პავოლეტი 82); ფლორო ფლორესი (პომინი 68), ძაძა, სანსონე (ფლოკარი 77)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 რიგონი (3), 1:1 პავოლეტი (85), 2:1 ბელოტი (90)

გაფრთხილებები: ბელოტი (90), - გაცოლა (54), მანიანელი (79), ძაძა (85)

გაძევებები: კონსილი (66), კანავარო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) - 14 (7) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:5 გაფრთხილებები: 1:3 გაძევებები: 0:2

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ლაციო” – “ატალანტა” 3:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ (კავანდა 82); ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი; ანდერსონი, ჯორჯევიჩი (კლოზე 76), მაური (კეიტა 73)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბენალუანე, კერუბინი დელ გროსო (დრამე 60); მორალესი, მილიაჩო (დ’ალესანდრო 64), ჩიგარინი, კარმონა; ბიანკი (ბოაჩი 73), დენისი

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 მაური (51), 2:0 მაური (72), 3:0 ლულიჩი (82)

გაფრთხილებები: დენისი (37), მილიაჩო (48)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (10) - 4 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:3 გაფრთხილებები: 0:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 7, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131024