ფეხბურთი

22:04 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ ასისტენტი წარადგინა

მილანის "ინტერის" ახლადდანიშნული მწვრთნელი რობერტო მანჩინი "ნერაძურის" კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს და ასისტენტად ბრაზილიელი სილვინიო დაიყენა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერის" "თვითერის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

40 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელობისას "კორინთიასის", ლონდონის "არსენალის", ვიგოს "სელტას", "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას" იცავდა და წარმატებული კარიერაც ჰქონდა. სწორედ "ქალაქელთა" რიგებში დაასრულა სილვინიომ თამაში, როდესაც "სიტის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი გახლდათ.

ყოფილმა მცველმა საქმიანობა სამწვრთნელო სფეროში გააგრძელა და წლების განმავლობაში "კრუზეიროს", "რესიფეს", "კორინთიანსის" და ახლა უკვე "ინტერის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

0.114828