კალათბურთი

19:44 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოგუტი “გოლდენ სტეიტს” ორ მატჩში ვერ დაეხმარება

“გოლდენ სტეიტ ვორიორსის” ცენტრი, ავსტრალიელი ენდრიუ ბოგუტი გუნდს “ნიუ ორლეანთან” და “დალასთან” ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას NBA.com ავრცელებს.

ბოგუტს მუხლის ტრავმა აწუხებს. ავსტრალიელმა ცენტრმა დაზიანება “მინესოტასთან” მატჩში მიიღო. ენდრიუ სავარაუდოდ 16 დეკემბერს “მემფისთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება პარკეტს.

მიმდინარე სეზონში “გოლდენ სტეიტს” 17 მოგება და 2 წაგება აქვს. ოკლენდელებმა ზედიზედ 14 მატჩი მოიგეს, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

წლევანდელ სეზონში ბოგუტის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 7.1 ქულა, 9.3 მოხსნა და 3 პასი გახლავთ.

0.791745