ინგლისური გამოცემის “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი კლუბთან ახალ კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელი ლონდონში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება და კვირაში ხელფასის სახით 200 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
23 წლის აზარი “არისტოკრატთა” რიგებში 2012 წელს ფრანგული “ლილიდან” გადავიდა. პრემიერლიგაში დღემდე ჩატარებულ 84 მატჩში მეტოქეები 28-ჯერ დაამწუხრა.