ფეხბურთი

14:41 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომელი წააგებს სეზონში მეორედ...

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი მილანი ჩატარდება, სადაც ადგილობრივი გუნდი “ნაპოლის” უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე დიდ ინტერესს კიდევ ორი შეხვედრა იწვევს – გენუაში “ჯენოა” დედაქალაქურ “რომას” დაუხვდება, ხოლო ტურინში “იუვენტუსი” მეორე გენუურ გუნდს “სამპდორიას” მიიღებს.

“პალერმო” – “სასუოლო”

თარიღი: 13 დეკემბერი, 21:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

მე-15 ტური დღეს “პალერმოსა” და “სასუოლოს” შეხვედრით დაიწყება. გუნდებს მიმდინარე სეზონში დიდი მიზნები არ ამოძრავებთ, თუმცა ბოლო ტურებში წარმატებულად ასპარეზობენ. მასპინძლებმაც და სტუმრებმაც უკანასკნელ 5 ტურში 9 ქულა მოიპოვება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები იტალიის ელიტარულ ლიგაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ჩოჩევი, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, ლონგი; ტაიდერი, მანიანელი, მისიროლი; ფლორო ფლორესი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: მარესკა

“ლაციო” – “ატალანტა”

თარიღი: 13 დეკემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

დღის მეორე მატჩში “ლაციო” ბერგამოს “ატალანტას” უმასპინძლებს. რამდენიმე წარუმატებებლი შეხვედრის შემდეგ, ორივე გუნდმა ბოლო ტურში 3 ქულა მოიპოვა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. ბერგამოელებმა დრამატულ ბრძოლაში საკუთარ მოედანზე “ჩეზენას” აჯობა, ხოლო “ბიანკოჩელესტემ” “პარმას” აჯობა. მასპინძლები დღევანდელი მატჩის ფავორიტებად მიიჩნევიან და სტეფანო პიოლის შეგირდები ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ეცდება. თავის მხრივ, “ატალანტაც” ჰაერივით საჭიროებს ქულებს და რომის ოლიმპიურ სტადიონზე საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი; ანდერსონი, კლოზე, მაური

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; დ’ალესანდრო, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; მორალესი, დენისი

მსაჯი: როკი

“იუვენტუსი” – “სამპდორია”

თარიღი: 14 დეკემბერი, 15:30 წუთი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი “იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში წარმატებულად მოასპარეზე გენუის “სამპდორიას” მიიღებს. 14 ტურის შემდეგ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა (ერთი) მარცხი სწორედ ამ ორ გუნდს აქვს განცდილი. თუ ტურინელთაგან ეს შედეგი არავის უკვირს, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდისგან მართლაც მოულოდნელი სიურპირიზია. გასულ სეზონში ამ გუნდთა დაპირისპირება კარგი სანახავი გამოდგა და გულშემატკივარმა ლამაზი გოლებითაც ისიამოვნა. წესით, გულშემატკივრები გულგრილი კვირას გასამართმა შეხვედრამაც არ უნდა დატოვოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, პადოინი; მარკიზიო, პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი, მორატა

“სამპდორია” (4-3-1-2): რომერო; კაჩატორე, რომანიოლი, გასტალდელო, მესბა; რიცო, პალომბო, ობიანგი; სორიანო; ედერი, ოკაკა

მსაჯი: დოვერი

“ჯენოა” – “რომა”

თარიღი: 14 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

საინტერესო მატჩს უმასპინძლებს გენუა. ზღვისპირა ქალაქს “რომა” ესტუმრება. რომაელები ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ და ახლა აქცენტს მთლიანად სკუდეტოზე გააკეთებენ. ჯამპიერო გასპერინის “ჯენოა” კი წლეულს ფანტასტიკურად ასპარეზობს და მესამე ადგილზე იმყოფება. ამის შემყურე გენუელების მთავარ მწვრთნელს წამოსდა კიდეც ახლანდელი გუნდი გაცილებით ძლიერია, ვიდრე დიეგო მილიტოს და ტიაგო მოტას დროს მყავდაო. რამდენად ხმამაღალი განცხადებაა ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ, მანამდე კი “როსობლუ” საფეხბურთო სამყაროს გაოცებას “რომას” წინააღმდეგ შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (4-3-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, ბურდისო, ანტონელი; რინკონი, ბერტოლაჩი, სტურარო; იაგო ფალკე, მატრი, პეროტი

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი; ჟერვინიო, დესტრო, ლიაიჩი

მსაჯი: ბანტი

“პარმა” – “კალიარი”

თარიღი: 14 დეკემბერი, 18:0 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

შეიძლება ითქვას ჩემპიონატის ყველაზე უსახური გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ პარმაში. “პარმა”, რომელმაც გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, მიმდინარე სეზონში ღრმა კრიზსშია და მის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას თითქმის ყველა ახერხებს. დონადონის გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მიუხედავად ამისა იგი დაკავებულ პოსტს ჯერჯერობით ინარჩუნებს. უკანასკნელ ტურებში გამარჯვება სარდინიულ “კალიარისაც” ენატრება. ზდენეკ ზემანის გუნდი უკვე გასავრდნ ზონაშია დაშვებული. ორივემ გუნდმა თუ მდგომარეობა მალე არ გამოასწორა ელიტიდან გამომშვიდოდებება რეალურ სახეს მიიღებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, ლუკარელი, კოსტა; რისპოლი, აკქუა, ლოდი, მაური, დე ჩელიე; კასანო, პალადინო

“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი; ფარიასი, ლონგო, კოსუ

მსაჯი: ვალერი

“უდინეზე” – “ვერონა”

თარიღი: 14 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

უდინეში ადგილობრივი “უდინეზე” “ვერონას” დაუხვდება. უდინელები წლეულს არადამაჯერებლად ასპარეზობენ, თუმცა ბოლო ტურში სტუმრად “ინტერი” დაამარცხეს. კიდევ უფრო წარუმატებელ სეზონს ატარებს ანდრეა მანდორლინის “ვერონა.” “ჯალობლუ” ზედიზედ 3 მატჩია უქულოდ ტოვებს მოეადანს და გასავრდნი ზონისკენ მეთოდურად მიექანება. “ფრიულიზე” გასამართ შეხვედრაში ორივე გუნდი სამი ქულისთვის იბრძოლებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, პირისი; ვიდმერი, ბადუ, ალანი, გილერმე, პასკუალე; ფერნანდესი, დი ნატალე

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; გონსალესი, მორასი, როდრიგესი, აგოსტინი; კამპანარო, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; ლოპესი, ტონი, ლაზაროსი

მსაჯი: პერუცო

“ჩეზენა” – “ფიორენტინა”

თარიღი: 14 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

“ჩეზენა” “ფიორენტინას” უმასპინძლებს. მასპინძლებს უკვე 13 თამაშია არ მოუგიათ. ჯერჯერობით პირველად და უკანასკნელად “პარმას” ძლიეს. მას მერე “ბიანკონერებს” გამარჯვება დაავიწყდათ. წარმატებული თამაშით ვერც ფლორენციული გუნდი დაიკვეხნის. თუმცა ბოლო სამ ტურში მოპოვებული 7 ქულით სატურნირო ცხრილში ოდნავ ზემოთ აინაცვლა და წარმატებული სერიის გაგრძელებას ჩემპიონატის აუტსაიდერის წინაარმდეგაც შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; კაპელი, ვოლტა, ლუკინი; ტაბანელი, კარბონერო, კაშონე, დე ფეუდისი, რენძეტი; დეფრელი, ალმეიდა

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ბასანტა, როდრიგესი, სავიჩი; ხოაკინი, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, ალონსო; მატი ფერნანდესი, გომესი

მსაჯი: ორსატო

“მილანი” – “ნაპოლი”

თარიღი: 14 დეკემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მილანი” “ნაპოლის” უმასპინძლებს. “როსონერი” ძველი დიდების დაბრუნებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულითაა მოცილებული. ნეაპოლელები მათი პირდაპირი კონკურენტები არიან და თუ მომავალ წელს ლიგაზე თამაშის პრეტენზია აქვთ ამ მატჩში 3 ქულა უნდა მოიპოვონ. წარმატებული თამაშით არც რაფა ბენიტესის “ნაპოლი” გამოირჩევა. ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 3 ქულის დაგროვება შეძლეს და მესამე ადგილი “ჯენოას” გადაულოცეს. “აძურიმ” თამაშის ხარსხს აშკარად უნდა მოუმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის მიზნები, მიზნებადვე დარჩება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, რამი, მექსე, არმერო; მონტოლივო, დე იონგი, პოლი; ბონავენტურა, მენეზი, ელ შაარავი

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მესტო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ჟორჟინიო, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი

მსაჯი: დამატო

“ემპოლი” – “ტორინო”

თარიღი: 15 დეკემბერი, 22:00 საათი

ბოლო დროს მოფერიანებული “ემპოლი” “ტორინოს” დაუპირისპირდება. ტურინელები შიდა ჩეპიონატში წარუმატებლად ასპარეზობენ, სამაგიეროდ ევროპის ლიგაზე პლეიოფში გააღწიეს და კარგ ხასიათზე არიან. უხასიათობას არც მაურიციო სარის ტოსკანური კლუბი უჩივის. თავად განსაჯეთ “ემპოლის” 4 ტურია არ წაუგია და საშიშ ზონას ოდნავ მოსცილდა. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვეკინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; ტავანო, მაკარონე

“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ფარნერუდი, დარმიანი; მარტინესი, კვალიარელა

მსაჯი: კალვარეზე

“კიევო” – “ინტერი”

თარიღი: 15 დეკემბერი, 23:55 წუთი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

ტურის დასკვნითი მატჩი ვერონაში გაიმართება, სადაც “კიევო” “ინტერს” შეხვდება. “მფრინავი ვირები” კარგ ფორმაში იმყოფებიან. მათ ბოლო 5 თამაშში 9 ქულა მოიპოვეს და გასავრდნ ზონას თავი დააღწიეს. სამაგიეროდ გამარჯვების მოპოვება უკვე სანატრელი უხდება რობერტო მანჩინის “ინტერს.” მილანელებს ხუთი ტურია მეტოქე არ დაუმარცხებიათ. ამ ყველაფერმა სატურნირო ცხრილზეც იქონია გავლენა და “ნერაძური” 17 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა, თუ სიტუაციას მალე არ გამოასწორებს, არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპის ლიგის საგზურიც სანატრელი გაუხდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სარდო, გამბერინი, ცეზარი, ბირაგი; იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, ბირსა; პალოსკი; მეჯორინი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, დოდო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი; პალასიო, იკარდი

მსაჯი: მასა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.216804