ცნობილი გახდა ის ვადები, რაც ლონდონის “არსენალის” უელსელი ნახევარმცველის აარონ რემსის აღდგენით პროცესს დაჭირდება.
23 წლის ფეხბურთელმა ფეხი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, სტამბოლში გალათასარაისთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაიზიანა და შესვენების შემდეგ მოედანზე ვეღარ დაბრუნდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, აარონს პარასკევს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ რემსის ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. აღდგენითი პროცესი 1 თვე გაგრძელდება.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უელსელმა 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.