ფეხბურთი

13:53 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილნერი "სიტის" შეუთანხმდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას კონტრაქტის 4 წლით გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

28 წლის ინგლისელს "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს და სეზონის დაწყებამდე გუნდიდან მისი წასვლის ალბათობა დიდი გახლდათ - ფეხბურთელი პრემიერლიგის გასულ სეზონში "სიტის" სასტარტო შემადგენლობაში 12-ჯერ მოხვდა და უმეტესად შეცვლებზე თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში კი მას სათამაშო დრო ბევრი აქვს. მილნერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 6-ჯერ სხვასაც გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112178