ფეხბურთი

11:21 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობინიომ შესაძლოა რონალდინიოს მიბაძოს

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, "სელესაოს" და "სანტოსის" თავდამსხმელი რობინიო შესაძლოა სათამაშოდ მექსიკურ კლუბ "ატლასში" გადავიდეს. მექსიკელებს უკვე შეუთავაზებიათ 30 წლის ფეხბურთელისთვის იმაზე მაღალი ხელფასი, ვიდრე "სანტოსში" იღებს.

ამავდროულად "ატლასი" ბრაზილიური კლუბისგან განსხვავებით 2015 წლის კოპა ლიბერტადორესის თასზე მიიღებს მონაწილეობას, რაც რობინიოსთვის დამატებითი სტიმულია. მექსიკური კლუბების ბრაზილიელებისადმი მიდრეკილება უცხო არაა. "კერეტაროში" უკვე თამაშობს რობინიოს თანამემამულე რონალდინიო.

თავდამსხმელი იტალიური "მილანიდან" ბრაზილიურ კლუბში ერთი წლითაა განათხოვრებული. რობინიოს, კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის გათვალისწინებით, შეუძლია სხვა კლუბს მიანიჭოს უპირატესობა და "სანტოსთან" კონტრაქტი გაწყვიტოს.

"სანტოსის" აკადემიის აღზრდილი რობინიო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შედეგიანად ასპარეზობს და 16 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი გაიტანა.

თეგებირობინიო
0.113859