ფეხბურთი

20:39 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” გულშემატკივრებს “იუვესთან” თამაში არ სურთ

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელ გუნდთან სურთ ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში.

აღნიშნულ გამოკითხვაში 6 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და შესაძლო 7 მეტოქიდან ყველაზე სასურველ მეტოქედ ხმათა უმრავლესობა გელზენკირხენის “შალკემ” მოაგროვა, ხოლო “მადრიდისტებს” ყველაზე მეტად თამაში ტურინის “იუვენტუსთან” არ სურთ. იტალიის ჩემპიონმა ამ გამოკითხვაში უკან მოიტოვა ფრანგული პსჟ და ლონდონის “არსენალი”.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა ორშაბათს, 15 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116758