ტურინის “იუვენტუსის” შვეიცარიელმა მცველმა სტეფან ლიხშტაინერმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ 4 მცველით ტაქტიკით თამაში ურჩვენია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალთან” და მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირება არ სურს.
“3-5-2 სქემით თამაშს 4 მცველით ტაქტიკით ასპარეზობა მირჩევნია. ასეთ დროს უფრო ვარ თამაშში ჩართული და ბურთიც ხშირად მაქვს. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს, მაგრამ ყველაზე რთულად დასამარცხებელი მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” არიან”, - განაცხადა ლიხშტაინერმა.
“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, რაც “რეალთან” და “ბაიერნთან” შესაძლო დაპირისპირებას რეალურს ხდის.