ფეხბურთი

18:33 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი:”სავარაუდოდ ხამესი ფინალისთვის მზად იქნება”

მადრიდის “რეალის” იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ალმერიასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის ხამეს როდრიგესის და ლუკა მოდრიჩის რეაბილიტაციის პროცესს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ კოლუმბიელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თამაშს შეძლებს.

“ხამესი ვარჯიშს მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით დაიწყებს და სავარაუდოდ ფინალში ჩვენს დახმარებას შეძლებს. რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, ხორვატი იანვრის შუა რიცხვების შემდეგ განაახლებს ვარჯიშს”, -განაცხადა ანჩელოტიმ.

მოდრიჩმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მიიღო და მოედანს 4 თვით დაემშვიდობა. რაც შეეხება ხამესს, მისი დაზიანება შედარებით მსუბუქია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114917