საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაია ბერძნულ მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია და არც ეროვნული გუნდის გაწვრთნა შეუთავაზებია.
“ამის შესახებ ბევრი რამ მსმენია, მაგრამ არავისთან მისაუბრია. ეს ისეთი სამუშაოა, რომელზეც უარს არავინ იტყვის. ბერძენთა ნაკრების გაწვრთნა ადვილი საქმე არაა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 მატჩი დარჩა და 5 მაინც უნდა მოიგო, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი გქონდეს. ეს რთული ამოცანაა”, - იუწყება ქეცბაიას სიტყვებს ბერძნული ინტერნეტპორტალი novasports.gr-ი.