ფეხბურთი

12:32 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო სავარაუდოდ 6 კვირა იუქმებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი სერხიო აგუერო მომდევნო 6 კვირის განმავლობაში საკუთარ გუნდს მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

აგუერომ "ევერტონის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში ტრავმა საწყის წუთებში მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელთა" დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგაზე "რომას" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"აგუერო "რომას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. რთულია სარეაბილიტაციო პერიოდი ზუსტად დავასახელოთ, შეიძლება მან 4, 5 ან 6 კვირა ვერ ითამაშოს. ყველაფერი მის გამოჯანმრთელების განვითარებაზეა დამოკიდებული, რომელიც პირველ კვირაში გაირკვევა. ფეხბურთელმა ეს იცის და ყველაფერმა ზედმიწევნით უნდა ჩაიაროს. ჩვენი გუნდი ერთ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული და ვიმედოვნებ, მოთამაშეები ამ ფაქტს "რომას" წინააღმდეგ მატჩში დაამტკიცებენ," - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერლიგის გადატვირთული გრაფიკის მიხედვით არგენტინელმა შესაძლოა 6 მატჩი გამოტოვას.

0.11873