ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაულ გონსალეს ბლანკომ "ნიუ იორკ კოსმოსთან" მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რაული ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ესპანელი აგრეთვე კლუბის აკადემიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
37 წლის ფეხბურთელს აქამდე მადრიდის "რეალში", გელზერკირხენის "შალკესა" და ყატარულ "ალ-სადში" უთამაშია.