ფეხბურთი

6:09 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შმიდტი ლიდერობის დაკარგვით დაღონებულია

გერმანული “ლევერკუზენის” მთავარი მწვრთნელი, როჯერ შმიდტი “ბენფიკასთან” ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს შეხვდა. მათთან საუბარისას შმიდტმა განაცხადა, რომ ლიდერობის დაკარგვით ძალიან დამწუხრებულია და მის გუნდს უკეთ თამაში მართებდა.

“ლიდერობა ბოლო ტურში დავთმეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო ორი მატჩია გოლი არ გაგვიტანია, ხოლო დღევანდელი (გუშინდელი) შეხვედრის პირველი ნახევარი ჩვენს მიერ ჩატარებული 6 შეხვედრიდან ყველაზე სუსტი იყო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ თამაშის გაუმჯობესებაზე. თებერვლამდე დიდი დრო გვაქვს.

“ბენფიკასთან” ნათამაშები ფრე რასაკვირველია სირცხვილი არ არის, თუმცა დღეს უკეთ თამაში გვმართებდა. ახლა შესაძლოა გაცილებით ძლიერი მეტოქე მოგვიწიოს, ვიდრე პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა ჯგუფის გამარჯვებულსაც ძალიან რთული მეტოქე შეხვდეს. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონასთან” და “პარის სენ-ჟერმენთან” შეხვედრა არავის გაახარებს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.

სამწუხაროა, რომ 1/8 ფინალში მეორე შეხვედრის ჩატარება შინ არ მოგვიწევს. ეს მეტოქისთვის დიდი უპირატესობა იქნება. თუმცა, ჩემმა გუნდმა უკვე აჩვენა, რომ ზეწოლის ქვეშ თამაში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პირველი ტაიმი ჩვენი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან რთული ჯგუფიდან მოვახერხეთ გასვლა”, - განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ლევერკუზენმა” c ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110726