საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფორვარდი ჯაბა დვალი კიშინიოვის “დაჩიას” დაუბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელმა მოლდოვურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2015 წლის 20 იანვარს შევა. აღნიშნულის შესახებ “დაჩიას” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ცნობისთვის, დვალი კიშინიოვურ გუნდში უკვე ირიცხებოდა 2007-09 წლებში. ჯაბა მოლდოვაში 8 დეკემბერს დაბრუნდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულების გაფორმებაც გადაწყდა. საინტერესოა, დვალთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლევან კორღალიძე იმყოფებოდა, რომელსაც “დაჩიაში” ასევე არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
როგორც ირკვევა, კიშინიოვური კლუბის ხელმძღვანელობას შემტევი ხაზის გაძლიერება გადაუწყვეტია და დვალი, რომელსაც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი, სწორედ ამად გაახსენდა.