კალათბურთი

13:34 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 2 სამქულიანი კალიფორნიელებთან

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მორიგი მატჩი ჩაატარა და კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდთან 68:75 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 14 წუთს ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ ააცილა.

სან დიეგოელებს სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ. “ტორეროსი” მომდევნო თამაშს 11 დეკემბერს “სანტა ბარბარასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113557