ფეხბურთი

12:54 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე იტალიას ემადლიერება

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ტურინის "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრას ინტრიგა ნამდვილად არ აკლია.

"მნიშვნელოვანი მატჩი გველის. "იუვენტუსი" წაგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება, რაც მატჩს მეტ ინტრიგას მატებს. იტალიაში გატარებული დრო კარგად მახსოვს და იქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა სირთულეების გადალახვაში. იტალიაში რთულია მწვრთნელი იყო ასე, რომ იტალიური ფეხბურთისგან ბევრი რამ ვისწავლე. "იუვენტუსი" წინა წელს მერვედფინალში ვერ გავიდა და შესაბამისად ეს მატჩი ფინალის ატმოსფეროს ქმნის. იტალიელებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპის საგზური", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

დიეგო სიმეონე იტალიურ კლუბ "კატანიას" 2011 წელს 6 თვის განმავლობაში წვრთნიდა. მოქმედი ფეხბურთელობის დროს კი "ინტერსა" და "ლაციოში" უთამაშია.

0.117627