ფეხბურთი

21:35 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დიამანტით დაინტერესდა

იტალიური “მილანი” ჩინური “გუანჯოუს” შემტევი ნახევარმცველით, ალესანდრო დიამანტით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport–ი.

“როსონერის” ხელმძღვანელობას სურს, რომ ზამთარში შემტევი დაიმატონ, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. დიამანტის ჩინურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 4 მილიონი ევროა. როგორც ცნობილია, დიამანტისაც სურს სამშობლოში დაბრუნება.

31 წლის ფორვარდი “გუანჯოუში” 2014 წლის თებერვლიდან თამაშობს და 24 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.130297