ფეხბურთი

18:14 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელქაძის დუბლი “სპარტაკის” დუბლებში

17 წლის გიორგი მელქაძემ მოსკოვის “სპარტაკის” დუბლშემადგენლობაში დუბლი შეასრულა.

რუსეთის დუბლების ჩემპიონატის მე-17 ტურში “სპარტაკი” შინ ეკატერინბურგის “ურალს” დაუზავდა – 3:3. წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, შეუცვლელად ითამაშა და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 49-ეზე თანაფარდობა აღადგინა (2:2). მეორე გოლის გატანის დროს, მას ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია. ეს უკანასკნელი “სპარტაკის” პირველი გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება და დუბლებში ათამაშებენ. მიმდინარე სეზონში მელქაძემ მოსკოველთა სარეზერვო გუნდში 4 გოლი მიითვალა.

0.110436