ფეხბურთი

1:38 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა

გარკვეული პაუზის შემდეგ, “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად, მოედანზე პირველივე წუთიდან გახლდათ.

ჰოლანდიური ერედივიზიონის მე-15 ტურში არნემელები “ტვენტეს” დაუზავდნენ (2:2) და მართალია, 2-ჯერ იგებდნენ, საბოლოოდ, მარცხს მაინც ძლივს გადაურჩნენ, რადგანაც 49-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლულნი თამაშობდნენ.

კაშია შეუცვლელად გაისარჯა, ყაზაიშვილი კი მინდვრიდან 56-ე წუთზე გაიყვანეს. “ტვენტეს” 18 ქულა მოუგროვდა და მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.115211