ფეხბურთი

0:44 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის გუნდის სამი ქულა, ოქრიაშვილის გაძევება

ბელგიის ჩემპიონატში “გენტისა” და “გენკის” შეხვედრა 0:0 დასრულდა. სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მაკლიშმა სისეს ნაცვლად 65-ე წუთზე შეუშვა მინდორზე, თუმცა თორნიკეს 73-ე და 85-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო მოედნის დატოვება მოუხდა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა ლუკა ზარანდია განაცხადს მიღმა დატოვა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში “აზალი” კახა ცხადაძის “ინტერს” ესტუმრა. ბაქოში გამართული მატჩი ბრაზილიელი ნილდოს ერთადერთი გოლით მასპინძლებმა მოიგეს.

“ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე იმყოფებოდნენ. ამისულაშვილმა 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

გოლის ავტორის ნაცვლად 89-ე წუთზე მინდორზე ბაჩანა ცხადაძე გამოჩნდა. ბაქოელთა სათადარიგოთა სკამზე გიორგი ლომაია შეხვედრის ბოლომდე იჯდა.

რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას, თარლან აჰმადოვმა ძირითად შემადგენლობაში დააწყებინა თამაში ლაშა კასრაძეს. ქართველმა მცველმა მოედანი 83-ე წუთზე კოსტადინოვის ნაცვლად დატოვა.

საბერძნეთის სუპერლიგის შეხვედრაში “ოფი” შინ “ლევადიაკოსთან” დამარცხდა (0:2). სტუმრებს სამი ქულა გამოცდილი შემტევის ევანგელოს მანციოსის დუბლმა მოუტანა. ჯენარო გარუზომ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს მთელი სათამაშო დრო დაუთმო.

პორტუგალიის სეგუნდალიგაში “ბეირა-მარი” საშინაო შეხვედრაში გიორგი მაკარიძის “ფარენსესთან” დამარცხდა. სტუმრებმა გამარჯვება ბრაზილიელი ლუიზ ფელიპეს გოლებით მოახერხეს. სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა გიორგი მაკარიძე.

რუმინეთის ლიგა 1-ში ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. “კლუჟისა” და “კრაიოვას” თამაში უგოლო ფრით დასრულდა. ქართველმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, 78-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123217