მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, შაბათს “სელტასთან” მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ, კლუბის ვებგვერდთან საუბარში თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, რონალდო ამ ფორმას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.
“ვფიქრობ, გუშინ ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში საუკეთესო არ იყო, მაგრამ რონალდუს ჰეთ-თრიკის წყალობით სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ.”
“იმედი მაქვს, კრიშტიანუ ამ ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს, თუმცა, ვფიქრობ, რეკორდებზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი არ დავკარგოთ”. განაცხადა კროოსმა.
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა “სელტასთან” მატჩში 23-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა რაც "ლა ლიგის" ისტორიაში სარეკორდოა.
კრიშტიანუს მიმდინარე პრიმერა დივიზიონში 13 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი.