კალათბურთი

13:51 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის სუპერმატჩი ოვიედოში

ესპანურ “ლეიმა ბასკეტ კორუნაში” გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბექა ბურჯანაძემ. ქართველმა კალათბურთელმა რანგით მე-2 ლიგაში, “ოვიედოსთან” გასვლითი თამაში ორმაგი დუბლით – 28 ქულა, 13 მოხსნა დაასრულა.

ლა კორუნიელებმა მატჩის პირველი ტაიმი 18 ქულით დათმეს და ბოლოსკენ ანგარიშის შელამაზებაღა მოახერხეს – 70:77, ბურჯანაძე კი მოედანზე ლამის მარტო იბრძოდა.

ბექამ მოედანზე 35:13 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 13-დან 4 მოხსნა მეტოქის ფარზე განახორციელა და აქტივში 2 პასიც ჰქონდა.

ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 34-ს უწია და რა გასაკვირია, რომ მისდარი მაჩვენებელი არა მარტო მარჩში, არამედ, მთელს ტურში არავის ჰქონია.

“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 4 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და 15-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. ბექას გუნდი მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ “პამპლონასთან” ჩაატარებს.

0.120131