ფეხბურთი

12:31 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი რონალდუს აქებს

მადრიდის “რეალის” ვიცე კაპიტანმა სერხიო რამოსმა “სელტსთან” მატჩის შემდეგ (3:0), ჟურნალისტებთან საუბარში შეაქო თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ხსენებულ მატჩში შესრულებული რიგით 23-ე ჰეთ-თრიქით “ლა ლიგის” რეკორდი დაამყარა.

“როცა გუნდში რონალდუ გყავს, ეს უკვე ნამდვილი უპირატესობაა. მას ყველა რეკორდის დამხობა შეუძლია. ვფიქრობ, ეს ეტაპი მის კარიერაში საუკეთესოა” – განაცხადა რამოსმა.

პორტუგალიელმა, გარდა ჰეთ-თრიქისა, პრიმერაში გუშინ მე-200 გოლიც გაიტანა. წლეულს მას 13 შეხვედრაში 23-ჯერ ჰყავს მეტოქეები დამწუხრებული.

0.114052