მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია. გუშინ “სელტასთან” მოგებულ შეხვედრაში (3:0), რონალდუმ მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა, რომელიც მისთვის “ლა ლიგაში” 23-ე გამოდგა, ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია პრომერა დივიზიონის ისტორიაში.
გარდა ამ რეკორდისა, კრიშტიანუმ კიდევ ერთი მიღწევა ჩაიწერა აქტივში – პრიმერაში მე-200 გოლი გაიატანა. გამოსარჩევია, რომ პორტუგალიელმა ამის გაკეთება 178 შეხვედრაში შეძლო.
ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში “რეალის” შვიდიანს 13 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.