კალათბურთი

23:12 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატი 41 ქულით გახსნა

ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანურ “ჩემპვილს” ტრიუმფალურად დაუბრუნდა. ჩემპიონატის პირველ მატჩში ჩემპვილელებმა სტუმრად “საგესესთან” 93:103 წააგეს, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 58-ს (!) უწია.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად (!) ითამაშა და 40 წუთში 41 ქულა, 14 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცქიტიშვილმა 10-დან 9 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 11-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდა.

ნიკოლოზის თანაგუნდელმა ბასელ ბავჯიმ 28 ქულა მოაგროვა, საგესელთაგან კი ტერელ სტოგლინმა და დესმონდ პენიგარმა 32-32 ქულა ქულა ჩააგდეს.

“ჩემპვილი” მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “ალ რიადისთან” გამართავს.

0.120652